დღეს ''შუქურა'' და ბათუმის ''დინამო'' საქართველოს თასსზე ითამაშებენ

21 აპრ 2021

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. ქობულეთის ''შუქურა'' ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თბილისის ''დინამოს'' მიიღებს. შეხვედრა 13:00 საათზე დაწყება. ბათუმის ''დინამო'' კი რუსთავში ადგილობრივ ''რუსთავს'' ესტუმრება. 

შეხვედრა სტარტს რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 15:00 საათზე აიღებს. საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩები ერთრაუნდიანია.

ორივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა გულშემატკივარს საქართველოს თასის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლება. http://cup.gff.ge/