თბილისის ''დინამომ'' წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე სეზონში მეორე შეხვედრა მოიგო

20 აპრ 2021

წყალბურთის კლუბმა "დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურში მონტენეგროს "იადრანი’’ დაამარცხა. ამ გამარჯვებით თბილისელებს ფლეიოფში გასვლის შანსი გაეზარდათ. მატჩი ‘’დინამომ’’ 13-10 მოიგო და ეს სეზონში მეორე გამარჯვებაა.

დაიან სტანკოვიჩის გაწვრთნილმა ‘’დინამომ’’ პირველი მეოთხედი 4:3 მოიგეს. მეორე მეოთხეთში სხვაობა კიდევ გაზარდეს და დიდ შესვენებაზე თბილისელები 6:4 გავიდნენ.

‘’დინამომ’’ მესამე მეოთხედიც მოიგო და ბოლო მოთხედს კომფორტული უპირატესობით 10-6 შეხვდა. დასკვნით მეოთხედი „იადრანმა’’ ერთ ქულიანი სხვაობით მოიგო, თუმცა საბოლოო ანგარიში თბილისელი წყალბურთელების სასარგებლოდ 13-10 დასრულდა.

8 ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 6 გუნდიან ‘’ბ’’ ჯგუფში თბილისის ‘’დინამოს’’ 6 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა. პლეიოფის ზონაში მყოფ თბილისელთა უშუალო კონკურენტ ‘’ჰანიოვერსაც’’ ასევე 6 ქულა აქვს.

მე-9 ტურის შეხვედრაში, თბილისელები სწორედ ‘’ჰანოვერს’’ შეხვედებიან. მატჩი 21 აპრილს 16:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრები ‘’ბაბლის’’ სისტემით უნგრეთში მიმდინარეობს. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში ‘’დინამომ’’ შარშანდელი ერთი მოგება გააუმჯობესა და რვა ტურის თავზე ორი გამარჯვება აქვს.