კატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ

20 აპრ 2021

პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის  თქმით, მათთან მიმართებაშიც იქნება დაცული ასაკობრივი ზღვარი.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პედაგოგებთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიღებული იყო გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესი ბავშვებისთვის  მერხთან, საკლასო ოთახში გაგრძელდეს.