გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

20 აპრ 2021

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ვაშაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.

ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.ვიდეომასალა ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.