ორგანოგადანერგილ პირებს „ფაიზერით“ ვაქცინაცია 21-23 აპრილს შეეძლებათ

20 აპრ 2021

ორგანოგადანერგილ პირებს „ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჩატარება  21-23 აპრილს შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ვაქცინაცია აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში  მისვლით ჩაუტარდებათ.

რეგისტრაცია კი დაცული წესით განხორციელდება.