პრემიერ-მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

20 აპრ 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე განმარტებით პრემიერი თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც ცნობილია ირაკლი ღარიბაშვილი დღეს  ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდება.