ჯონ ნიკოლსონი გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

06 ნოე 2016

ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიისა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. გენერალი  ჯონ ნიკოლსონი  მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და ქართველ ჯარისკაცებს იმ წვლილისთვის, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეაქვთ. ნიკოლსონმა შავ ზღვასთან მიმართებაში ნატო-ს გეგმებზეც ისაუბრა.