,,ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა“-სალომე სამადაშვილი

20 აპრ 2021

,,სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია.  ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა“-ეს არის ციტატები  სალომე სამადაშვილის განცხადებიდან, რომელიც 17 წლიანი  თანამშრომლობის შემდეგ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს .  პარტიიდან წასვლის მიზეზები  სოციალურ ქსელში განმარტა. მისი განცხადებით ირკვევა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მან თანაპარტიელებს დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდა და საკუთარი პოზიციაც გააცნო, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერას გეგმავდა.