ორბელიანების სასახლესთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს

19 აპრ 2021

ორბელიანების სასახლესთან, სადაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

ისინი ოპოზიციური პარტიების მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები დიპლომატებს მადლობას უხდიან, თუმცა, კატეგორიულად ემიჯნებიან გადაწყვეტილებას, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერას უკავშირდება.

ცოტახნის წინ ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა.