22-ე ბატალიონის წვრთნები

19 აპრ 2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითმა ბატალიონმა საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით ჩაატარა.

ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორების ორგანიზებით, ქვედანაყოფმა წვრთნები ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ, საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გაიარა.

სწავლებისას ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმო.