“ლელო” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

19 აპრ 2021

„ლელო“ მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს - ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

დასრულდა ,,ლელოს" პოლიტსაბჭოს სხდომა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხელს მოვაწერთ ევროკავშირის და ელჩების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად! - წერს კუპრაძე. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. მას ხელი უკვე მოაწერა ''გირჩმა''.