„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა

19 აპრ 2021

„გირჩის“ წევრებმა სანდრო რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერეს.

„ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს, ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა, თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თავად უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და  ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი"- განაცხადა  ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"გირჩი" დღეს პარლამენტში მისვლასაც გეგმავს.