ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

19 აპრ 2021

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია   ბეტონის ფილების ნაცვლად ასფალტის საფარი დაიგება. ასევე განხორციელდება სანიაღვრე არხისა და ჭების მონტაჟი. ამ დროისთვის სამუშაოები ვაჟა-ფშაველასა და მელიქიშვილის  ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს, რის გამოც, სატრანსპორტო მოძრაობის ცალმხრივი შეზღუდვა 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება. ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის  9 მილიონამდე ლარი გამოიყო.