ეპიდვითარება უარესდება, ქვეყანაში ჩინური ვაქცინით აცრა იწყება

18 აპრ 2021

საქართველოში კოვიდ ვითარება გაუარესდა. 17 აპრილის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,35 მეასედ პროცენტს შეადგენს.

პარალელურად ქვეყანაში მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესი. 4 მაისიდან ქვეყანაში ჩინური პრეპარატით  "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყება. ექსპერტთა ნაწილი ვაქცინის ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს.