18 აპრ 2021
უნიკალური ქართული მცენარე ბზა, გადაშენების პირასაა, ის მასობრივად ხმება. პრობლემა მცენარის უკანონოდ მოპოვების გარდა, მავნებლებია, რომელიც ბზას ფესვებში უჩნდება და გამრავლების საშუალებას არ აძლევს. აჭარის 4-ვე მუნიციპალიტეტში კოლხური ბზა სრულად განადგურებულია.
მარადმწვანე მცენარის მოჭრაზე ან დაზიანებაზე კონტროლი მკაცრდება. ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდეა.