მეორედ გადადებული შეხვედრა

18 აპრ 2021

დღეს უკვე მეორედ გადაიდო შეხვედრა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში. შეხვედრას მხარეები ახლა 19 საათზე გეგმავენ. 

პარალელურად ვრცელდება განცხადებები აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლების  მხრიდან, რომ  პარლამენტის ყველა წევრმა ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა ქართულმა ოცნებამაც. რა წერია განცხადებაში და რას აცხადებენ  მმართველი გუნდის ოპონენტები?