18 აპრ 2021
გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში შეხვედრებს განაგრძობს. მმართველი გუნდის ოპონენტები მოსახლეობას 15 მაისს საპროტესტო აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ პროტესტი დიდია, თუმცა არიან ნიჰილისტურად განწყობილი მოქალაქეებიც.