ქობულეთში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

18 აპრ 2021

ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის მეურნეობის საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  გრძელდება.  ორივე მიმართულებით ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების და მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე აჭყვისთვავის ჩახედნასა და ლეღვას სოფლებში.