პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის მაისში გაიხსნება

18 აპრ 2021

დღეს მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, ამბობენ, რომ 2020 წელს შეუფერხებლად მიმდინარეობდა არქიტექტურული ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოები. სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა 6 ახალი პროექტი.

მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პეტრას ციხეს, რომელიც ვიზიტორებისთვის მიმდინარე  წლის მაისში გაიხსნება.