818 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 14 ადამიანი -ეპიდვითარება

18 აპრ 2021

საქართველოში კორონავირუსის  შემთხვევების რაოდენობა 818-ით გაიზარდა, მათ შორის აჭარაში  75-ით. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 783 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა.

17 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი გაზრდილია და  4.35 %  შეადგენს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 29 184 ადამიანია აცრილი.