‘’შუქურას“ გამარჯვება და ''დინამო“ ბათუმის მარცხი

17 აპრ 2021

დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურში ქობულეთის შუქურამ თელავს უმასპინძლა და სარდალიშვილისა და ჯეფერსონ ჯერალდოს გოლებით სტუმრები 2:0 დაამარცხა. ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა კი გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა დილამ დინამო ბათუმს უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა გორელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მასპინძელთაგან გოლები ღუდუშაურმა და გაგნიძემ გაიტანეს. საპასუხო გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოპოვებული პენალტით გაიტანა ვლადიმერ მამუჩაშვილმა. ეს იყო ბათუმელთა პირველი მარცხი მიმდინარე გათამაშებაში