შსს-მ 7 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავა

17 აპრ 2021

სამართალდამცავებმა არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს. უწყების ცნობით ბრალდებულმა საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, 7 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედება განახორციელა.

შსს-ს ცნობითვე, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ბრალდებული ქუჩაში დაინახა, შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა.უწყების განცხადებით, აღნიშნულმა კაცმა გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მეგობრის, 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართაც განახორციელა.დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.