დასაქმების ფორუმი ბათუმში

16 აპრ 2021

ბათუმი დასაქმების  რიგით მეექვსე ფორუმს მასპინძლობს. 20-მდე კომპანიას 400-მდე თავისუფალი ადგილი აქვს, აპლიკანტებს სასურველი სამუშაოს პოვნის შემთხვევაში პირისპირ გასაუბრების შესაძლებლობა  აქვთ.

ფორუმზე ვაკანტური ადგილები ძირითადად სასტუმროს ქსელებს აქვს წარმოდგენილი.  ბათუმში კიდევ ერთი დასაქმების ფორუმი მაისში გაიმართება.