სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი

16 აპრ 2021

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის პრეზიდენტმა.

აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად მიმდინარეობდა სახმელეთო-სატრანზიტო გადაზიდვები და განხორციელდა მრავალი სატრანზიტო მიმოსვლა სომხეთის მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად.

ხაზი გაუსვეს ორმხრივ თანამშრომლობას ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.