დასავლეთ სარდლობამ ახალი სპეცტექნიკა მიიღო

16 აპრ 2021

თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. დასავლეთ სარდლობას  130-მდე სპეციალური ტექნიკა და 70-მდე მსუბუქი ავტომობილი გადაეცა. სატრანსპორტო საშუალებები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში საჭიროებების გათვალისწინებით გადანაწილდება.