აჭარაში შაბათს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, კვირას კი მზიანი ამინდი იქნება 

16 აპრ 2021

შაბათს აჭარაში მოიღრუბლება და ზოგან მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა, ღამით გაძლიერდება დასავლეთის ქარი. ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

კვირას მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.