კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ბათუმში

16 აპრ 2021

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩაზე, აღმაშენებლიდან გენერალ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთში, წყალარინების სისტემის მოწყობა დასრულდა- ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. ასფალტის დაგება ბათუმის მასშტაბით 12 000 კვმ-ზე ხორციელდება. სამუშაოები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა  და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა დაათვალიერეს.