16 აპრ 2021
პანდემიის გამო ბავშვთა მიმართ არსებული რისკები გაიზარდა და ისინი სიღარიბის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ განაცხადეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.ბავშვთა სიღარიბის დაძლევის საკითხი დეპუტატებმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. ითქვა, რომ მთავარი მიზანი ისეთი რეფორმების გატარებაა ,რომელიც მაქსიმალურად დაიცავს და შეანელებს იმ დარტყმებს, რომელიც პანდემიის გამო ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.