შუახევში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

16 აპრ 2021

შუახევში, სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლმა ტარიელაძეების ოჯახის საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები მთლიანად გაანადგურა. დაზარალებულებმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილას, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.ტარიელაძეების ოჯახის 12 წევრიდან 6 მცირეწლოვანია.  ოჯახი დროებით საცხოვრებლად ახლობლებთან გადავიდა. მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებული ოჯახის საკითხს კომისია შეისწავლის, მანამდე კი მათ ქირით გაიყვანენ.