აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

16 აპრ 2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა  70 პაციენტი, კლინიკა დატოვა კიდევ 20-მა.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით კრიტიკულია 8 პაციენტის მდგომარეობა.

კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 344 პაციენტი, კოვიდ სასტუმროებში 165, ონლაინ კლინიკებში 467.

ამ დროისთვის აჭარის მასშტაბით სულ ვაქცინირებულია 2404 პირი, მათან "ფაიზერით" 1428, "ასტრაზენეკათი" 976.