აჭარაში კორონავირუსი კიდევ 103 ადამიანს დაუდასტურდა 

15 აპრ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი კიდევ 103 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში კოვიდი  დაამარცხა 36 594 მოქალაქემ. 

კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 8 პაციენტი.კოვიდმიმღებ კლინიკაში კი სულ მკურნალობს 350 პირი. კოვიდ სასტუმროში 163 ადამიანი, ხოლო ონლაინ კლინიკაში  436.