წქერტფგჰ

14 აპრ 2021

აჭარის მაუწყებელი ირაკლი ჯინჭარაძეს პასუხობს 

ორი დღის წინ ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ინფორმაცია, კი საზოგადოებისთვის აჭარის საინფორმაციო გამოშვების მეშვეობით გახდა ცნობილი.

ირაკლი ჯინჭარაძეს აინტერესებს საიდან გაიგო აჭარის მაუწყებელმა გათავისუფლების შესახებ მასზე უფრო ადრე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი, ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებას პასუხობს.

ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ინფორმაცია აჭარის მაუწყებელმა წყაროს დახმარებით მოიპოვა, შემდგომ კი ეკონომიკის სამინისტრომ დაუდასტურა.

"ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლება ჩვენმა საინფორმაციო სამსახურმა, გააშუქა დღის ბოლოს, როდესაც საინფორმაციო სამსახური უკვე ასრულებდა გადაცემას დაახლოებით სპორტის ბლოკის წინ მოხვდა. როგორც მე საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მინდა ვთქვა, რომ ეს ინფორმაცია ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ, ჩვენი წყაროების მეშვეობით და მივიღეთ დადასტურება აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან. ამის შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად დრო აღარ გვქონდა, რომ ან ერთი მხარის ან მეორე მხარის პოზიცია მოგვესმინა და ეს ინფორმაცია გადავეცით მშრალად. ამის შემდეგ ბატონი ირაკლისგან წამოვიდა განცხადებები, რომ აჭარის ტელევიზიამ უნდა თქვას საიდან მოიპოვა ეს ინფორმაცია, დიახ ბატონო ირაკლი, ჩვენ მოვიპოვეთ ეს ინფორმაცია, თუმცა კონკრეტულ წყაროს მე, თქვენ არ დაგისახელებთ. მე, როგორც ჟურნალისტს ამის უფლება მაქვს და ვერ მივიღებ თქვენს ბრალდებებს, რომ თითქოსდა მწყობრი ნაბიჯებით ხელისუფლებასთან ერთად რამე შევასრულეთ. ძალიან გთხოვთ, რომ ამით შევწყვიტოთ ეს დაპირისპირება. ჩვენ არა ვართ მხარე, ჩვენ ვართ ინფორმაციის მიმწოდებლები, ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ ხალხის მიერ ვართ დაქირავებულები აქ" - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.