საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

14 აპრ 2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულებს კარანტინი აღარ მოუწევთ, მათ მხოლოდ ტესტირება ჩაუტარდებათ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.