აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14 აპრ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 62 პაციენტი, კლინიკა დატოვა 19.

ამ ეტაპზე კრიტიკულია 8 პაციენტის მდგომარეობა.

კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 332 პაციენტი, კოვიდ სასტუმროებში 149, ონლაინ კლინიკაში 370.