შეუჩერებენ თუ არა მანდატებს უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ წევრებს? - მხარეთა პოზიციები

13 აპრ 2021

29 აპრილს გადაწყდება უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა ოპოზიციის 6 წევრს შეუჩერებს თუ არა უფლებამოსილებას? დავით გაბაიძემ დღეს თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ მხარს დაუჭერენ თუ არა ამ საკითხს. ბიუროს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრებმა 6 საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო მანდატების შეჩერების საკითხიც.