აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

13 აპრ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში  379 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 47, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 6 პირი.

323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 190 - თბილისში, 126 - აჭარაში. 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 205 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 84, ხოლო აჭარაში - 8.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 834 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 813 პირი, აჭარაში - 1 983.