ტერიტორია, საიდანაც კარვები აიღეს, ტრაქტორმა გადახნა

12 აპრ 2021

,,ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ის ტერიტორია გადახნა, სადაც კარვები  იყო გაშლილი,“ აცხადებენ რიონის ხეობაში მყოფი აქტივისტები, რომლებიც უკვე 168-ე დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ნამახვანში კარვები დაშალეს, აქციის მონაწილეებმა გუმათში გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს  პროტესტი.