თურქეთმა თავდაცვის ძალებს ახალი სპეცტექნიკა გადასცა

12 აპრ 2021

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. ახალი სატრანსპორტო და დამხმარე სააეროდრომო საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე გაიმართა, სადაც მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებმა ადგილზე გააფორმეს.