ინფრასტრუქტურული სამუშაოები

12 აპრ 2021

მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. ბათუმის  მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოები რურუას ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის, ფილების, ბორდიურისა და საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება.