ქალთა გაძლიერება განათლების გზით

11 აპრ 2021

კომპიუტერული ტექნოლოგიები, ავტომექანიკოსი, მშენებელი და სხვა, ეს ის პროფესიებია, რომლებსაც ძირითადად კაცები ირჩევენ, ქალების შესაძლებლობებს კი ხშირად  არასათანადოდ აფასებენ. ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად ნიდერლანდების საელჩომ 180 აპლიკანტიდან შერჩეულ 5 ახალგაზრდა ქალს სწავლა დაუფინანსა. აჭარიდან ასეთი 20 წლის მარიკა დავითაძეა, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში ცხოვრობს.

ის 6 თვის განმავლობაში სმარტ-აკადემიაში აიტი ტექნოლოგიებს შეისწავლის. პროექტის დევიზია „ პროფესიას გენდერი არ აქვს'' და მიზნად ისახავს ქალთა განათლების გზით გაძლიერებას.