"PRIMAVERA" – ხელოვნების მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა

11 აპრ 2021

დღეს  აჭარის ხელოვნების მუზეუმი საგაზაფხულო გამოფენა - "PRIMAVERA" -თ გაიხსნა.

 გამოფენაზე დამთვალიერებლებისთვის 25 ბათუმელი მხატვრის ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები, იქნა წარდგენილი, რომლებიც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.  გამოფენა კოვიდ რეგულაციების დაცვით იმართება და 25 აპრილამდე გაგრძელდება.