სტიქიის შედეგი – შუახევის მერიამ 9 ოჯახი ქირით გაიყვანა

11 აპრ 2021

სტიქიის შედეგად დაზარალებული 9 ოჯახი შუახევის მერიამ ქირით გაიყვანა. ოჯახების ყოველთვიური კომპენსირებისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 800 ლარი იხარჯება.

მერიაში განმარტავენ რომ დაზარალებულების  მდგომარეობა გეოლოგებმა შეისწავლეს, სპეციალისტების დასკვნის მიხედვით ხაბელაშვილებსა და ნენიაში დამეწყრილ სახლებთან ცხოვრება საფრთხის შემცველია.  როგორც იცით მეწყრული პროცესები შუახევში მარტში განვითარდა.