ლაშა ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

11 აპრ 2021

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია, მან ატაცში 222  კილოგრამი ასწია და ოქროს მედალი გაინაღდა, ახლა რამდენიმე საათში უკვე აკვრაში დაიწყება შეჯიბრება.

 რაც შეეხება მეორე ქართველ ძალოსანს ის 191 კილოგრამს შეეჭიდა თუმცა ვერ დაძლია.