რამაზ ბოლქვაძის კომენტარი

04 ნოე 2016

ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი   სხდომის ჩატარებისთანავე დღის წერიგში აჭარის მთავრობის  ფორმირების საკითხი დადგება, რადგან მინისტრთა კაბინეტის წევრები ავტომატურად მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, აჭარის მთავრობას კვლავ ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს. მინისტრების ვინაობა  ოფიციალურად ჯერ არ სახელდება.კონსულტაციები მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით ჯერ არა დაწყებულა.