თეა ახვლედიანი - რუსული ოკუპაცია თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და უდიდესი ტკივილია

10 აპრ 2021

ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ადამიანების გვერდით, რათა გაორმაგებული, გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხოვრების უსაფრთხო და ღირსეული პირობები, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს.

ახვლედიანი 7 აპრილს საქართველოს 4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მიმდინარე ოკუპაციის შემზარავი გამოვლინებაა.