ინციდენტი ბათუმის იუსტიციის სახლში

03 ნოე 2016

დაკავებულია მოქალაქე, რომელმაც  ბათუმის იუსტიციის სახლში ბლაგვი საგნით რამდენიმე ფოტო ჯიხური და ეკრანები დააზიანა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ამ ფორმით აიდი ბარათზე დატანილი საიდენტიფიკაციო კოდი- სამი ექვსიანი გააპროტესტა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.