ინფრასტრუქტურული სამუშაოები

08 აპრ 2021

ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოიცვალა მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამ ეტაპზე ასფალტის საფარს აგებენ. მერიის ინფორმაციით,  პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ორ მისამართზე.  დაგეგმილია ჯამში 12 ათასი კვმ-ის მოასფალტება. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდეა  გათვალისწინებული.