08 აპრ 2021
უკრაინაში განვითარებული მოვლენები და ქვეყნის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურებაზე ისაუბრეს საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბრისას შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვისა და კონფლიქტის ესკალაციისკენ მიმართული მცდელობების გამო. ასევე ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში ოკუპაციის ფონზე არსებული სიტუაციის შესახებ.