სახლის ჩამონგრევისას 1 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

08 აპრ 2021

ბათუმში მშენებარე სახლის ნგრევის შედეგად დაშავებული  ერთ-ერთი კაცის მდგომარეობა ექიმების შეფასებით ამ დროისთვის მძიმეა, საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევაც. რაც შეეხება დანარჩენ 5 დაშავებულს, მათ კლინიკები უკვე დატოვეს. უბედური შემთხევა  გუშინ შუადღისას  მოხდა. სამშენებლო სამუშაოების დროს სახლი მთლიანად ჩამოინგრა. დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა 6-ი. მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ფაქტზე საქმე  სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო ან სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.