პარლამენტის კიდევ ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა​

08 აპრ 2021

კორონავირუსი პარლამენტის კიდევ ორ წევრს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულია კიდევ ორი დეპუტატი, ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი ზარქუა.

დეპუტატების ინფიცირებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

​გუშინ ვირუსი მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდათ.